როგორ დაიწყო ეს პროექტი?
კოროვირუსული პანდემიის გამო მცირე და საშუალო საწარმოებს (მსს) რთულ ეკონომიკურ გარემოში მოუწიათ გზის გაკვლევა და ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა თავიანთ საქმიანობაში.
იმ ეკონომიკებში, რომლებშიც EBRD ინვესტირებას ახდენს,
მცირე და საშუალო საწარმოები ბიზნეს სექტორის უდიდეს ნაწილს
შეადგენენ, ჯამურად უმსხვილესი დამსაქმებლები არიან და დამატებითი ღირებულების უდიდეს
ნაწილს ქმნიან. ამავე დროს, ისინი ეკონიმიკის
სწორედ იმ სექტორებში ოპერირებენ, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კრიზისის შედეგად, კერძოდ - ტურიზმის, სატრანსპორტო მომსახურების, საცალო ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში. როგორც წესი, ოპერაციული ან ფინანსური რესტრუქტურიზაციის გადაუდებელი ამოცანების
გადასაწყვეტად, მცირე
და საშუალო საწარმოებს არ აქვთ ფუფუნება მუდმივად ისარგებლონ პროფესიონალი იურისტების და ფინანსური მრჩევლების მომსახურებით.
აქედან გამომდიარე, EBRD–მა ეს პროექტი, სწორედ იმ მიზნით
წამოიწყო, რომ ფინანსური სიძნელეების და სამართლებრივი გაურკვევლობის პირობებში მსს-ებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა
პრაქტიკული სამართლებლივი და ბიზნეს გზამკვლევი
რთული გამოწვევების პირისპირ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად, და საბოლოო
ჯამში, მათი ბიზნესების მედეგობის გასაზრდელად. მთლიანობაში, ეს ვებგვერდი მსს-ების საჭიროებებზე მორგებული
საინფორმაციო პორტალია, რომელშიც კონკრეტული ქვეყნების სპეციფიკის შესაბამისი ინფორმაცია
და რესურსებია განთავსებული.
მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროება - ხელი მიუწვდებოდეს კარგად სტრუქტურირებულ სამართლებრივ და ბიზნეს გზამკვლევზე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემატიკას სცილდება.
შესაბამისად, ამ ვებგვერდის შინაარსი ზოგადად ახალი გამოწვევების საპასუხოდ ბიზნესის
მუდმივი ადაპტაციის მართვისთვის საჭირო მასალებს მოიცავს.
გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) როლი
ეს ვებგვერდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა.
2016 წლიდან დღემდე EBRD და გაერთიანებული სამეფო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან პოლიტიკის დიალოგის განხორციელებაში იმ ქვეყანებში, სადაც EBRD ინვესტირებას ახდენს. EBRD-UK საინვესტიციო კლიმატისა და მმართველობის ფონდი შეიქმნა EBRD-ის მმართველობისა და პოლიტიკური საკითხების (GPA) გუნდისა და საგარეო, განვითარების და თანამეგობრობის ოფისის (FCDO) მიერ - ამ უკანასკნელის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მეშვეობით ეკონომიკური მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.
GGF მხარს უჭერს მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების რიგ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში - სტაბილურობას, სიღარიბის შემცირებას და კეთილდღეობის ზრდას. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ბიზნესისა და სამართლებრივი ინფორმაციის შემუშავების ხელშეწყობაში გადამწყვეტი როლი GFF–მა შეასრულა.
ადგილობრივი კონსულტანტების როლი
ვებგვერდის შესახებ
ვებგვერდი შეიცავს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს ექვსი თემატური მოდულის სახით, რომლებშიც მოცემული რჩევები და ინსტრუმენტები დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის მდგრადობის
შენარჩუნებაში, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში. თითოეულ მოდულში მოცემულია სტატიები მრავალ აქტუალურ თემაზე. ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად
იპოვოთ ინფორმაცია, თქვენი კონკრეტული საჭიროების მიხედვით. ექვსი მოდულიდან თითოეულში
მოცემულია სასარგებლო შაბლონები რომლებიც
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და თქვენი ბიზესის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენოთ.
მცირე და საშუალო ბიზნესისათვის პრაქტიკულად გამოსადეგი ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ ვებგვერდზე მოიძიოთ, სრულად ითვალისწინებს საქართველოს ადგილობრივი ბაზრის არსებულ სპეციფიკასა და საკანონმდებლო მოთხოვნებს. ქვეყნის კონტექსტზე მორგებული გზამკვლევი მასალების შემუშავებაში მრავალი პარტნიორი დაგვეხმარა, მათ შორის - “ინვესტორთა საბჭო” და “აწარმოე საქართველოში”, რამდენიმე ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციასთან ერთად.
გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეთავაზება?
თუ თქვენ გაქვთ ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შეკითხვა ან შემოთავაზება თქვენთვის საინტერესო საკითზე გზამკვლევის დასამატებლად - დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: LTTBusinessResilience@ebrd.com